თბილისი რბილი ქსოვილების სარკომებისა და მელანომის მიმართულებით პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. ღონისძიება ქართველ და საერთაშორისო ონკოლოგებსა და სფეროს წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს.
სიმპოზიუმზე განხილვის მთავარი თემები თანამედროვე მედიკამენტები, მკურნალობის ინოვაციური მიდგომები და სამომავლო სტრატეგიები იყო, რაც მომავალში პაციენტებისთვის უკეთესი და მეტად ხელმისაწვდომი მკურნალობის განვითარებას შეუწყობს ხელს.