აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ირანისგან პასუხს აშშ-ს მიერ კონფლიქტის დასრულების მიზნით შეთავაზებულ წინადადებაზე, დღეს საღამოს ელის.
"სავარაუდოდ, მათგან დღეს საღამოს გავიგებთ,"- აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარები მოჰყვა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომ აშშ პარასკევს ირანისგან პასუხს ელოდა ომის დასრულების მიზნით შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით.