06 აგვისტო 2026,   05:04
ვრცლად
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - სააკაშვილი ციხიდან ლიდერებს გამბედაობას ისევ უწუნებს

ოპოზიციურ ალიანსს შიდადაპირისპირებისთვის მიზეზების მოძებნა არ უჭირს. ამჯერად ისევ პარლამენტის ბოიკოტის საკითხს მიუბრუნდნენ, რაზეც აქამდეც ბევრჯერ უკამათიათ. ვინ გადაწყვიტა და რა შედეგი მიიღო? - მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციისგან უშუალოდ ნიკა გვარამიას ბრალდება - გარიგებით და მოსყიდვით. თავადვე ამბობს, რომ მისი კოლეგები ამაზე ეთერებს მიღმა საუბრობენ, თუმცა საჯაროდ ბოიკოტით ამაყობენ..

ვის გულისხმობს გვარამია არ აკონკრეტებს, თუმცა წინასაარჩევნოდ, მისი პარტიის მოსყიდვაზე, ცოტა ხნის წინ, საჯაროდ სააკაშვილის გუნდი საუბრობდა. ანი წითლიძის ბრალდებები ნაციონალურ მოძრაობაში დღეს უკვე ვეღარ გაიხსენეს.

სააკაშვილი ციხიდან ლიდერებს გამბედაობას ისევ უწუნებს. წერს, რომ შუა გზაზე გაჩერება, წუწუნი და ყოყმანი საერთო საქმეს აზარალებს.. თავად გვარამიას კი მიაჩნია, რომ საქმეს ოპოზიციის ჩამოუყალიბებელი და ბუნდოვანი პოზიციები აზიანებს. "ახალის" ლიდერმა, სატელევიზიო ეთერის შემდეგ, პარტიების მცდარ პოლიტიკურ სტრატეგიებზე განცხადება, სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

ასე ხედავენ ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკურ მომავალს სხვები. გირჩი ამბობს რომ ოპოზიციის ბოიკოტიც შეცდომა იყო და ნაციონალური მოძრაობის გარეშე - ყოფილი ნაციონალების გაერთიანებაც.

ერთმანეთის სიძულვილი და საზოგადოების უნდობლობა - მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს დარჩა ე.წ. ოპოზიციური ერთობისგან, რომელიც უშედეგოდ ცდილობს გარე დირექტივების შესრულებას.

ურთიერთდაპირისპირების პარალელურად, ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებსაც უპირისპირდება. ბევრჯერ ნაცად და ყველა ჯერზე ჩავარდნილ ტაქტიკაზე, პასუხისმგებლობას ამომრჩეველს აკისრებენ და თან უკვირთ, რამ გამოიწვია იმედგაცრუება მათსავე მომხრეებში.

დღის ამბები