აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ბლოკადის გამო, 70-ზე მეტ გემს ირანის პორტებში შესვლა ან გასვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ამჟამად, 70-ზე მეტ ტანკერს ირანის პორტებში შესვლა ან გასვლა ეკრძალებათ. ამ კომერციულ გემებს 166 მილიონ ბარელზე მეტი ირანული ნავთობის გადაზიდვა შეუძლიათ, რომლის ღირებულება 13 მილიარდ დოლარს აღემატება", - ციტირებს მედია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებას.
ამასთან, ცენტრალურმა სარდლობამ დასძინა, რომ 50-ზე მეტი გემი გადამისამართდა.