27 ნოემბერი 2026,   09:53
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" და მათი NGO-ები უნდა ჩამოყალიბდნენ, მათი პიარ კამპანია სხვა მიმართულებით იყო, რომ თითქოს ფორმალური თანამდებობა იყო და დღეს, უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე და თითქოს გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის ამ კომპეტენციის ფარგლებში

"ნაცმოძრაობა" და მათი NGO-ები უნდა ჩამოყალიბდნენ დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე, -ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, გუშინდლამდე მათი პიარ კამპანია სხვა მიმართულებით იყო, რომ თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო და დღეს, უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე და ამბობენ, რომ თითქოს გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის ამ კომპეტენციის ფარგლებში.

"ნაცმოძრაობა" და მათი NGO-ები უნდა ჩამოყალიბდნენ დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე. მაგრამ, უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არსად არის მითითებული, რომ მაგალითად: მე უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ, უნდა ვუხელმძღვანელო ვთქვათ აუდიტის სამსახურს, არც ამის შესახებ არის მითითებული.

კოორდინაცია, კომუნიკაცია და მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს მაინც და მაინც ვინმეს ხელმძღვანელობას. ეს სხვა სფეროში შესაძლებელია და გამომდინარეობდეს პრემიერის უფლებამოსილებიდან, მის იერ მინიჭებული, ცალკეულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე პრემიერმა განახორციელოს ის კომპეტენცია, ის უფლებამოსილება, მის კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას გააჩნია.

გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე როდესაც საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერის ხელში და მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ. რამდენად არასერიოზული ფრაზებიც მოგვიწია ჩვენს საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენა, აქედან გამოდის ის ლოგიკა, რომ არასერიოზულია ასეთი მსჯელობა, როდესაც ცალკეული უფლებამოსილება, მისი დავალებით ენიჭება, მასთან ერთად განსახორციელებლად, კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება არც კლასიკური თვალსაზრისით, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით, იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რასაც ჰაერიდან მოტანილად ვითარებას ერთ-ერთი NGO ორგანიზაცია. გუშინდლამდე მათი პიარ კამპანია სხვა მიმართულებით იყო, რომ თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო და დღეს, უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე და თითქოს გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები