27 ნოემბერი 2026,   12:01
ვრცლად
იმედი გვაქვს, შემდეგ ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

"ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას. იმედი მაქვს, რომ გვექნება დადებითი შედეგი. ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება. ასე რომ, შემდეგ ასამბლეაზე, იმედი გვაქვს, შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება. მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დღეს აქაც, ამ ასამბლეაზეც, აღიარებს ერთ რამეს, რომ გლობალური ფორმატები ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მას თავდაპირველად ჰქონდა, ამიტომ რეგიონულ თანამშრომლობას აქვს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბევრი ფაქტორის გამო - გამოწვევები არის მსგავსი, რეგიონულ ფორმატში მოთანამშრომლე ქვეყნებმა იციან ეს გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ჰქონდეთ. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ დამკვირვებლის სტატუსით ამ ასამბლეაში მონაწილეობის მიღებას," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილი მონტენეგროში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება. ისტორიული ფორუმის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვდა მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ასევე ჰქონდა შეხვედრა მალტელ კოლეგასთან.

დღის ამბები