27 ნოემბერი 2026,   12:05
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - "ახალის" ლიდერი კოლეგა პარტიებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმას მას აბრალებენ

ოპოზიციურ ალიანში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, უთანხმოების მიზეზი პარლამენტის ბოიკოტის საკითხი გახდა. "ახალის" ლიდერი კოლეგა პარტიებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმას მას აბრალებენ.

გვარამია ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს. 

"ის, რომ ვიღაცა იძულებული გახდა, იგივე გაეკეთებინა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი პრობლემა. ამას გარდა, იჯდე ეთერში და "ბლატაობდე" (უკაცრავად ამ სიტყვისთვის), აი, მე პარლამენტში არ შევედი და ხალხს გავყევიო, ამ დროს კი საეთერო ჭრების დროს წამყვანს ეუბნებოდე, გვარამია დამპლის ბრალია ეს ყველაფერი, 40 მილიონი აიღო, 170 მილიარდი თუ რაღაც და ბიძინას გაურიგდაო... ამას ბევრზე ვამბობ. ვნახავთ ამ დღეებში, რომ უკვე ხელახლა იწყებს საუბარს არჩევნებთან დაკავშირებით", - აცხადებს ნიკა გვარამია.

 

 

 

დღის ამბები