04 აგვისტო 2026,   22:28
ვრცლად
"ჯერ კიდევ არ ვიცით, ის ჰექსოგენი რას უნდა მომსახურებოდა, ამხელა რაოდენობით რომ შემოიტანეს საქართველოში უკრაინიდან" - გიორგი ვოლსკი

"ჯერ კიდევ არ ვიცით, ის ჰექსოგენი რას უნდა მომსახურებოდა, ამხელა რაოდენობით რომ შემოიტანეს საქართველოში უკრაინიდან. არავინ არ იცის, ეს იარაღი რისთვის და როგორ უნდა გამოყენებულიყო" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.

გიორგი ვოლსკი ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და კიდევ 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სიკეთე უნდოდა საკუთარი ქვეყნისთვის.

"ეს არ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სიკეთე უნდოდა საკუთარი ქვეყნისთვის. იმ ცეცხლის გადატანა, ორბელიანს მოედანზე რაც ვიხილეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით მათი ამოცანა იყო და არც დაუმალავთ ეს. ის, რომ ჰობის ბრალია თურმე მათი ბრალეულობა, ეს არის სწორედაც ოქტომბრელობის ერთ-ერთი სერიოზული გამოხატულება. სიცრუეზეც უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, რომ თითქოს ჩვენ არაფერს არ ვაპირებდითო ამბობენ. პაატა ბურჭულაძე როგორც ამბობს, ჩვენ მივედითო ჩვენი სახელმწიფოს გასაღები უნდა ჩაგვებარებინა სამართავადო. ჯერ კიდევ არ ვიცით, ის ჰექსოგენი რას უნდა მომსახურებოდა, ამხელა რაოდენობით რომ შემოიტანეს საქართველოში უკრაინიდან. არავინ არ იცის, ეს იარაღი რისთვის და როგორ უნდა გამოყენებულიყო. ფაქტია, რომ აღსაკვეთი იყო ეს პროცესი და აღიკვეთა კიდეც," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ.

დღის ამბები