კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
"მადლობას ვუხდი ვიცე-პრემიერსა და მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს დღეს თბილისში ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გამართული კონსტრუქციული და დეტალური დისკუსიისთვის" - წერს კევინ ჰამილტონი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.