27 ნოემბერი 2026,   10:59
ვრცლად
"მეხუთე კოლონა" ცდილობდა ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლას, რაც არ გამოუვიდათ და დღეს ერთმანეთზე გადაბრალებებით და თავის მართლებით არიან დაკავებულები - დავით მათიკაშვილი

"ყველა ის უუნარო მცდელობა, თავი გაიმართლონ, ყველაფერი დააბრალონ ღობეს, იყოს მოცემულობა, თითქოს ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია და ეს ყველაფერი შეასაღონ საზოგადოებას, არის ფიასკოსთვის განწირული," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედ, უცხოეთიდან დაფინანსებულ "მეხუთე კოლონას" ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა ჰქონდა დაგეგმილი.

"ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა ძალები მოქმედებდა საქართველოში, უცხოეთიდან დაფინანსებული, - "მეხუთე კოლონა", რომელიც ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლას, რაც არ გამოუვიდათ და დღეს ერთმანეთზე გადაბრალებებით და თავის მართლებით არიან დაკავებულები," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები