04 აგვისტო 2026,   21:52
ვრცლად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება სადაც პატრიარქს აირჩევენ 11 მაისს გაიმართება:

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შედგება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი 28 აპრილს გამოარჩია.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) – 20 ხმა.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ, თუმცა კრებას 1500-დან 2000-მდე დელეგატი დაესწრება.

დღის ამბები