02 აგვისტო 2026,   09:24
ვრცლად
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მას პატიმრობა შეეფარდა. 

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში გამოვლენილ იქნა ჯაშუშობის ფაქტი. დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალების შესაბამისად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა, - განაცხადა პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბრალი გუშინ წაუყენეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უძილაური უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სისტემატურად გადასცემდა. ასევე მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც, მედიის წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა.

დღის ამბები