03 აგვისტო 2026,   18:18
ვრცლად
"ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" - ცესკოსა და სწავლების ცენტრის ერთთვიანი საგანმანათლებლო პროექტი დასრულდა

ცესკოსა და სწავლების ცენტრის ერთ თვიანი საგანმანათლებლო პროექტი - "ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" დასრულდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე 900-ზე მეტ მოსწავლეს სერტიფიკატები გიორგი კალანდარიშვილმა გადასცა.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ამაღლება და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობაა.

საპილოტე პროგრამა თბილისის 50 სკოლაში განხორციელდა. მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, იგეგმება პროექტის ეტაპობრივი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღის ამბები