04 აგვისტო 2026,   14:17
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები

ვფიქრობ, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით, უფრო ადვილია აუხსნა კოლეგებს თუ რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ ევროკავშირი-ნატოს საკითხებზეც, ვინაიდან ზოგიერთი ამ ქვეყნებიდან აღნიშნული ორგანიზაციის წევრებიც არიან.

"ამ შემთხვევაში, მექნება შეხვედრა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავად მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ასევე ამ ასამბლეის სხვა წევრი ქვეყნებთან. გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ევროკავშირი-ნატოს საკითხებზეც, ვინაიდან ზოგიერთი ამ ქვეყნებიდან ამ ორგანიზაციის წევრებიც არიან. კანდიდატ ქვეყნებთან გვექნება საუბარი მათ გამოცდილებაზე კანდიდატობასთან დაკავშირებით და რა გამოწვევებს ხედავენ ისინი, ვინაიდან სტამბოლში, აი პლუს ფარგლებში შეხვედრის დროსაც, კანდიდატ ქვეყნებთან ჩვენ ბევრი საერთო ვნახეთ, თუ რა გამოწვევებია ამ მხრივ. როდესაც ხანგრძლივ გზაზე ბევრია მოთხოვნები და ცოტაა დაპირებების შესრულება და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ საერთო საკითხებზე გვექნება შესაძლებლობა კანდიდატ ქვეყნებთან გასაუბრების", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება. შალვა პაპუაშილი, ბუდვაში, მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.

დღის ამბები