27 ნოემბერი 2026,   11:17
ვრცლად
ხალხის გამოყვანის არანაირი რესურსი არ აქვთ, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის, ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას - ლევან მაჭავარიანი

ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირებაა. ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის შემდეგ უკვე საკუთარ ამომრჩეველსაც აკრიტიკებენ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს რომ არ ესმის რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მას ხალხის გაღვიძების ვალდებულება აქვს. ოპოზიციის გეგმების უპერსპექტივობაზე და რადიკალურ მიზნებზე საუბრობენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია ასევე მათ მხარეს არ არის სიმართლე. 

"როგორც ჩანს მხოლოდ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოვიდა რაღაც ილუზიებიდან და სიმართლეს გაუსწორდა თვალი. 

რადიკალებს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას აბსოლუტურად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რაც უფრო მეტი წელი გადის მით უფრო რწმუნდება ჩვენი საზოგადოება, რომ მავნებლობის და საბოტაჟირების გარდა ისინი არაფერს აკეთებენ და მთლიანად გარედან იმართებიან. 

შესაბამისად, ახლა რომ აქვთ ილუზიები 26 მაისთან დაკავშირებით ამ ილუზიებიდან პირველი გამოვიდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და შეაფასა სიტუაცია ისე, როგორც არის. მათ ხალხის გამოყვანის არანაირი რესურსი არ აქვთ, ვინაიდან სიმართლე მათ მხარეს არ არის და  ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას, და ჩვენი მოქალაქეების აბსოლიტური უმრავლესობა ამაში დარწმუნებულია "- აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

დღის ამბები