სტამბოლში წყლის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას წყლის რესურსების მდგრადი მართვის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მონაწილეობა მივიღეთ წყლის მე-5 საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ძალიან ძლიერი პლატფორმა არის წყლის რესურსების, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების, როგორც გამოწვევის კუთხით, ასევე ახალი ტექნოლოგიების. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან“, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.
სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების საკითხები.