შეტევის მეორე ტალღა ეკლესიაზე - ამჯერად მეუფე შიოსა და პატრიარქის არჩევნების პროცესზე დისკრიმინაციული განცხადებები "TV პირველის" ეთერში მეუფე ზენონმა გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის.
მეუფე ზენონის მოსაზრებები იგივე პათოსით მალევე სხვადასხვა მედია-პლატფორმამ გაავრცელა, რამდენიმე მათგანმა კი დაასპონსორა კიდეც.
"მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. როგორც განვითარდა, ახლა რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ამ ადამიანმა დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლით, უამრავ რაღაცაში," - აღნიშნა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.