ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად მიუნხენის "ბაიერნთან" საპასუხო შეხვედრას გამართავს.
მატჩი "ალიანც არენაზე“ თბილისის დროით 23:00 დაიწყება.
გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. კვარაცხელიამ იმ თამაშში დუბლი შეასრულა.
პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული კი "არსენალი“ გახდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე საპასუხო შეხვედრაში "ატლეტიკო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.