კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ასფალტის საფარი იგება 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.
სატრანსპორტო გზასთან ერთად, გაკეთდა ტროტუარი, ასევე წყლისა და სანიაღვრე სისტემები.
პროექტი ნახევარ მილიონ ლარამდე ჯდება.