18 ივნისი 2026,   08:56
ვრცლად
სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პოზიციები გაცვალეს საერთაშორისო ვითარებასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებთ, სატელეფონო საუბარი იყო კონსტრუქციული და საქმეზე ორიენტირებული.

დღის ამბები