18 ივნისი 2026,   19:19
ვრცლად
რუბიო: ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო  აცხადებს, რომ ირანისთვის მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება და დიპლომატიური გზის არჩევა, რომელიც "აღმშენებლობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ მიგვიყვანს".

"ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და პირობები მიიღოს," - აღნიშნა მან.

"ალტერნატივა არის მზარდი იზოლაცია, ეკონომიკური კოლაფსი და საბოლოოდ სრული დამარცხება"- აცხადებს რუბიო და იმედოვნებს, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"მათ ნამდვილად არ უნდა გამოსცადონ შეერთებული შტატების ნება", - ამბობს რუბიო. 

დღის ამბები