05 აგვისტო 2026,   07:03
ვრცლად
ოპოზიციის შეცვლილი გეგმა - მოლოდინი, რომ ოპოზიციური ტურნე პოლიტიკური მარცხით დასრულდებოდა "ქართულ ოცნებას" გაცილებით ადრე ჰქონდა

ოპოზიციის შეცვლილი გეგმა - 3 დღე იარეს, საჯარო შეხვედრის სახელით 3 დახურული შეკრება მოაწყვეს, ოპოზიციური ალიანსის სახელით, თუმცა ალიანსის არასრული შემადგენლობით - ეს ფაქტობრივი მოცემულობა პარლამენტის თავმჯდომარეს არწმუნებს, რომ სააკაშვილ, გვარამია, ბოკერიასთვის წარმატებული, არც სკამდასკამ პრინციპით ჩანაცვლებული, კარდაკარ ილუზია აღმოჩნდა.

რეგიონულ ტურნედ წოდებული შეხვედრების კონკრეტული დღის წესრიგი, რომ აღარ აქვთ ეს დღეს ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" გაერთიანებაშიც დაადასტურეს. "ფედერალისტები" ამტკიცებენ, რომ კოლექტიური შეხვედრების პაუზა 26 მაისამდე აიღეს, თუმცა იქვე აღიარებენ, რომ ერთობლივი შეკრებები ახლა პარტიული გასვლებით ჩანაცვლდება.

ვიდეოკადრებში კი საპირისპირო ჩანს. მხარდამჭერებთან გულწრფელი კომუნიკაციის მოტივით ჩაკეტილ ღონისძიებაზე ქუთაისში ყველა ვერ მოხვდა. 40 კაცზე გათვლილ დარბაზში, სადაც ადგილიც იყო და დასწრებაც წესით ყველას შეეძლო, ერთი მოქალაქე არ დაუშვეს.

რატომ შეიცვალა ოპოზიციური ალიანსის რეგიონული შეხვედრების ფორმატი, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში დახურული შეკრებების შემდეგ? - "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ირწმუნება, რომ გაერთიანებაში ფუნქციები გადაინაწილეს, თუმცა ვინ რას აკეთებს - სად, როდის და ვის შეხვდება - ვერც ნიკა გვარამია აკონკრეტებს.

რატომ არ იყვნენ მოქმედი "ნაციონალები," ყოფილების გვერდით რეგიონებში, ან რატომ შექმნეს ალტერნატიული დღის წესრიგი თუკი ალიანში რჩებიან? - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ პარტიული ღონისძიებები გაცილებით ადრე დაგეგმეს, თუმცა არც იმას მალავენ, რომ ყოფილი ნაციონალების შექმნილმა ფორმატმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

მოლოდინი, რომ ოპოზიციური ტურნე პოლიტიკური მარცხით დასრულდებოდა, "ქართულ ოცნებას" გაცილებით ადრე ჰქონდა. სახელისუფლებო გუნდის აზრით ამის მიზეზი სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური წარსული და ის ანტისახელმწიფოებრივი დირექტივებია, რომელსაც ახლა მამრავლებად დაშლილი ნაციონალური მოძრაობა უცხოელი დონორებისგან იღებს.

ეს გამოჩნდა გასულ კვირასაც, როდესაც ოპოზიციამ ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში - საჯარო შეხვედრები დააანონსა, თუმცა შეკრებები მედიისთვისაც სრულად დახურა.

 

დღის ამბები