04 აგვისტო 2026,   21:51
ვრცლად
სად არის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი - "ნუმბეოს" კვლევით, საქართველოში ხორცის ფასი 9.96 აშშ დოლარია, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი ფასია

9,96 ამერიკული დოლარი - საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია "ნუმბეოს" მიხედვით, სწორედ ამ თანხით განისაზღვრა საქართველოს სასურსათო მაღაზიებში 1 კილოგრამი საქონლის ხორცის საშუალო ფასი. ორგანიზაციის განახლებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო 73-ე ადგილს იკავებს იმ რეიტინგში, რომელიც 101 ქვეყანაში საქონლის ხორცის ღირებულებას ადგენს. კვლევის თანახმად, საქართველოში საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფია.

საქართველო რომ ღია ეკონომიკური პროცესის მონაწილეა, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები. შესაბამისად, პროცესები, რომლებიც მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში მიმდინარეობს, სხვა ქვეყნების მსგავსად გავლენას ახდენს საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე.

"ნუმბეოს" კვლევაში იმ ქვეყნების ჩამონათვალიც არის, სადაც საქონლის ხორცი ყველაზე ძვირია. მაგალითად, შვეიცარიაში 1 კილოგრამი ხორცის ღირებულება 45 ამერიკულ დოლარს უტოლდება.

არაპროგნოზირებადი მსოფლიო მოვლენები - პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. ამ პროცესებს პირდაპირპროპორციულად ასახვა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდით მოჰყვა. ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტის გამო, განსაკუთრებით გაძვირდა ნავთობპროდუქტები და იქმნება იმ პროდუქციის დეფიციტი, რომლებიც ენერგეტიკულ რესურსებზეა დამოკიდებული.

"ნუმბეოს" მიხედვით, პაკისტანი, ნიგერია, კენია, ინდოეთი და ნეპალი ის ხუთი ქვეყანაა, სადაც ხორცი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფია.

დღის ამბები