27 ნოემბერი 2026,   23:09
ვრცლად
საქართველომ ევროპის პედიატრთა აკადემიის კონგრესს უმასპინძლა

საქართველომ ევროპის პედიატრთა აკადემიის კონგრესს უმასპინძლა, რომელშიც 300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში არსებული აქტუალური კლინიკური საკითხები, მათ შორის, თანამედროვე დიაგნოსტიკური და თერაპიული მიდგომები განიხილეს.

ღონისძიება ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ევროპის პედიატრთა აკადემიისა და საქართველოს პედიატრთა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები