20 ივნისი 2026,   11:53
ვრცლად
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყება: ვგმობთ ირანის მზაკვრულ თავდასხმებს, ეს წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, ვიტოვებთ სრულ და ლეგიტიმურ უფლებას, ვუპასუხოთ

არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობს ირანის განახლებულ მზაკვრულ თავდასხმებს, ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, - ნათქვამია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ირანი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანს იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ "სრულ და ლეგიტიმურ უფლებას", რომ უპასუხონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

დღის ამბები