ფრიდრიხ მერცის მთავრობის რეიტინგი კრიტიკულ ზღვარზეა - ადგილობრივ მედიაში ქვეყნდება "ინსა ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა 76% მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა.
მოსახლეობის უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი კოალიციის მომავალთან დაკავშირებითაც: გამოკითხულთა 58%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა 2029 წლამდე ვერ იმუშავებს. ამ ფონზე, ქვეყანაში კიდევ უფრო იზრდება ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" პოპულარობა - მას გამოკითხულთა 28% უჭერს მხარს.