სომხეთი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს მასპინძლობს - ერევანში იმყოფებიან არაერთი სახელმწიფოს პირველი პირები, მათ შორის, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.
ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად სომხეთში გუშინ ჩაფრინდა. აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე დახვდა. მოგვიანებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად, სომხეთის პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, შედგა ოფიციალური მიღება, რომელსაც ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები. ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე.