18 ივნისი 2026,   08:53
ვრცლად
დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატოს დაშლა გრძელდება, რაც კატასტროფული ტენდენციაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ალიანსის დაშლის გაგრძელება კატასტროფული ტენდენციაა. ტუსკის განმარტებით, ალიანსის წევრებმა, ამ პროცესის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

"ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა მისი გარე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის დაშლის გაგრძელებაა. ჩვენ ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ კატასტროფული ტენდენციის შესაჩერებლად", - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, მისი განცხადებები ვაშინგტონის მიერ გერმანიიდან დაახლოებით 5 000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, რამდენიმე საათში გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ჩიხში შესული ომის გამო, ევროპასა და აშშ-ს შორის უთანხმოება მზარდია.

დღის ამბები