06 აგვისტო 2026,   21:42
ვრცლად
"რადიკალების ალიანსი არის ჩვეულებრივი მოღალატე ყორღანაშვილების გაერთიანება" - გიორგი სოსიაშვილი

"რადიკალების ალიანსი არის ჩვეულებრივი მოღალატე ყორღანაშვილების გაერთიანება" - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციის გაერთიანების შესახებ აცხადებს. 

მისი თქმით, ისინი გარე ძალებისაგან მართული ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს. 

"რადიკალების ალიანსი არის ჩვეულებრივი მოღალატე ყორღანაშვილების გაერთიანება. სხვა რა უნდა დაარქვა, როდესაც ამ ფანჩატურში იკრიბებიან საქართველოს მოწინააღმდეგე ელემენტები, გარე ძალებისაგან მართული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ იდენტობას და როგორც ნუგბარზე მისეული მღრღნელები, ისე არიან ამ გარე პატრონების დაფინანსებაზე მისეულები, დაგეშილები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც შეიკრიბნენ, ისე დაიშლებიან. მათ არანაირი იდეა არ გააჩნიათ, ისინი არიან მხოლოდ ფულზე გაწუწკებული ჩვეულებრივი მღრღნელები," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი

დღის ამბები