04 აგვისტო 2026,   11:05
ვრცლად
"თუ რომელიმე სახის პლატფორმა გადაიქცევა ანტი მიშა კამპანიად, ეცდებიან, რომ რაღაც ცენზურა დააწესონ, გავხდებით იძულებული, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება" - გიორგი კაპანაძე

"არა მგონია სამართლიანი იყოს, რომ ზოგიერთმა, თუნდაც ოპოზიციის შიგნით, მოუწოდოს პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რომ არ გამოაქვეყნოს ფეისბუქ პოსტი," - განაცხადა პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

მისი თქმით, მისი პარტია არ აპირებს ოპოზიციური ალიანსის დატოვებას, თუმცა თუ ის  "ანტი მიშა" კამპანიად გადაიქცევა, სხვა გამოსავალი არ ექნებათ.

"რომელიმე კონკრეტული სუბიექტის გადასაწყვეტი არ არის, ვინ უნდა გაირიცხოს ალიანსიდან და ვინ არა. ჩვენ გავაკეთეთ მკაფიო განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას, მაგრამ ზოგადად, თუ რომელიმე სახის პლატფორმა გადაიქცევა ანტი მიშა კამპანიად, ეცდებიან, რომ რაღაც ცენზურა დააწესონ, ჩვენ გავხდებით იძულებული, რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები