02 აგვისტო 2026,   22:46
ვრცლად
საქართველოს სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას 2 ოლიმპიური და 10 საერთაშორისო კლასის ახალი ნავი გადასცა

საქართველოს სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას 2 ოლიმპიური და 10 საერთაშორისო კლასის ახალი ნავი გადასცა. თბილისის ზღვის კლუბში ცერემონიას სპორტის მინისტრი დაესწრო.

ახალი ნავები თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბებს გადაეცა, რომლებსაც სპორტსმენები უკვე გამოიყენებენ ბათუმის პირველობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში 2026 წლის ზაფხულზე.

დღის ამბები