"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" წლიური შედეგები და განვითარების სტრატეგია წარადგინა. ღონისძიებას სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, წინა წელთან შედარებით, დღეს საუბარია საწარმოს რეალურ პერსპექტივაზე. მისი თქმით, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა.
"ვფიქრობ, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი მიდგომების, გამარჯვების დასტური, ის, რაც დღეს მოვისმინეთ. რეალურად, შარშანდელთან შედარებით, როდესაც კონფლიქტის გარდა სხვა არაფერი არ ჩანდა, რეალურად დღეს ვსაუბრობთ ამ საწარმოს რეალურ პერსპექტივაზე. საწარმოზე, რომელსაც შეუძლია რეალურად ფეხზე დააყენოს მთლიანად ქალაქი და მისი თითოეული მცხოვრებელი. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამარჯვებაც და ვფიქრობ, რომ შემდგომი ნაბიჯების გაბედულად გადადგმის რეალურ პერსპექტივას აჩენს", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, რეორგანიზაციის ფარგლებში, ჭიათურის საწარმოებში 2 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. დაინერგა განახლებული სახელფასო სისტემა და ახალი სადაზღვევო პაკეტი.