18 ივნისი 2026,   15:35
ვრცლად
დასავლეთისკენ აღებული კურსის მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული - Reuters

გამოცემა Reuters წერს, რომ რუსეთი სირიის ნავთობის მთავარ მიმწოდებლად იქცა და ეს დასავლეთთან ალიანსის პარალელურად ხდება.

წელს რუსეთიდან ნავთობის გადაზიდვები 75%-ით გაიზარდა და დღეში დაახლოებით 60,000 ბარელს მიაღწია - წერს Reuters-ი LSEG-ის, MarineTraffic-ისა და Shipnext-ის გემების თრექინგის მონაცემებსა და ოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით.

სირიისთვის, სადაც შიდა წარმოება მოთხოვნაზე ბევრად დაბალია, აღნიშნული ნაკადები მოსკოვს ქვეყნის ნედლი ნავთობის დომინანტ მიმწოდებლად აქცევს. დინამიკა კი ხაზს უსვამს, თუ რამდენად შეზღუდული რჩება სირიის არჩევანი.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომიდან დასავლური კურსით გამოვიდა, მისი ეკონომიკა კვლავ არ არის მჭიდროდ ინტეგრირებული გლობალურ ფინანსურ სისტემაში. ეს რეალობა ნარჩუნდება იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ევროპამ და ვაშინგტონმა ქვეყნის წინააღმდეგ არსებული ათწლეულების განმავლობაში მოქმედი სანქციები გააუქმეს." - წერს მედია.

დღის ამბები