18 ივნისი 2026,   08:56
ვრცლად
ცნობილ ამერიკელ მომღერალს, ბრიტნი სპირსს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს - abcnews

ვენტურას ოლქის პროკურორის თქმით, მარტში დაპატიმრების შემდეგ, ბრიტნი სპირსს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. როგორც abcnews-ი წერს, მომღერალს პირველი დანაშაულისთვის პირობით მსჯავრს შესთავაზებენ.

მედიის განმარტებით, მომღერალი სასამართლოს წინაშე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 4 მაისს უნდა წარდგეს, თუმცა ის ვალდებული არ არის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.

კალიფორნიის საგზაო პატრულის ცნობით, სპირსი 4 მარტს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მართვის ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

 

დღის ამბები