27 ნოემბერი 2026,   22:29
ვრცლად
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.

ასევე, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღნიშნულ სამეცნიერო აღიარებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რაზეც საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"დღეს ნამდვილად ძალიან დიდი დღეა, არამხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ვულოცავ მთელ საქართველოს - ჩვენ ეს ნამდვილად, ასობით წლის განმავლობაში ვიცოდით, მაგრამ ამის დადასტურება სამეცნიერო დონეზე არის მსოფლიო დონის აღიარება, რასაც საკუთარ თავსაც, ჩემს ქვეყანასაც და ჩვენს ხალხსაც ვულოცავ," - განაცხადა მინისტრმა.

სამეცნიერო აღმოჩენის პრაქტიკულ მნიშვნელობასა და მის გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა. მისი განმარტებით, ეს სტატუსი ახალ შესაძლებლობებს აჩენს როგორც აგროპოლიტიკის, ისე ტურიზმის კუთხით.

"ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობაში კონკრეტულად ეს მიმართულება, გაჩნდეს კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა ტურიზმისთვის - გახდეს დამატებითი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი," - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები