03 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
რატი იონათამიშვილი: ეს პლატფორმები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციას - დეზინფორმაციის მხარეს ჩვენი საზოგადოება არასდროს დადგება

"მითების დეტექტორის" დაუსაბუთებელი ბრალდება - ორგანიზაცია წერს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებენ "რუსთავი 2-ის" მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის შესახებ. პოსტები ეხება როგორც მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. "მითების დეტექტორი" მთავარ მტკიცებულებად ასახელებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტროლებს, თუმცა ვერ ასაბუთებს ვისი შექმნილია.

კვლევაში ბრალდებები ისმის ვატო შაქარაშვილის მიმართაც. პასუხად, შაქარაშვილი მითების დეტექტორის გარე ძალების მხრიდან დაფინანსებაზე და თამარ კინწურაშვილის მიკერძოებულ ინტერესებზე საუბრობს. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გარკვეული პლატფორმები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნას. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეს ჯგუფები სიმართლის არქონის გამო დეზინფორმაციას იყენებენ მთავარ ინსტრუმენტად, თუმცა საბოლოოდ ვერ აღწევენ მიზანს, რადგან საზოგადოება მსგავს გავლენას არ იღებს და ასეთ მიდგომას პერსპექტივა არ აქვს.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს პლატფორმები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციას, და ისინი მუდმივად ცდილობენ, დეზინფორმაციით, საზოგადოებაში ყალბი განცდების დამკვიდრებას. აქაც ასეა იმიტომ, რომ სიმართლე მათ მხარეს არასდროს არის და ასეთ შემთხვევაში ყველაფრის მკადრებელი ჯგუფები მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციას ირჩევენ საკუთარ იარაღად, მაგრამ ამ დეზინფორმაციითაც საბოლოო ჯამში ვერაფერს აღწევენ. დეზინფორმაციის მხარეს ჩვენი საზოგადოება არასდროს დადგება, და დეზინფორმაციის გვერდში მდგომებს კი, საბოლოო ჯამში, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები