ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დღეს ან კონფლიქტი უნდა დაასრულოს ან მოითხოვოს 30 დღიანი ვადის გაგრძელება:
"1 მაისს, იწურება პრეზიდენტ ტრამპისთვის "სამხედრო უფლებამოსილებათა რეზოლუციით" განსაზღვრული ვადა.
მას შემდეგ, რაც 2 მარტს პრეზიდენტმა კონგრესს ირანზე განხორციელებული დარტყმების შესახებ ოფიციალურად აცნობა, გავიდა 60 დღე.
კანონის თანახმად, მან ან უნდა დაასრულოს კონფლიქტი, ან ოფიციალურად მოითხოვოს 30-დღიანი ვადის გაგრძელება ჯარების უსაფრთხო გამოყვანის უზრუნველსაყოფად.
კონგრესი პროცესებს ყურადღებით აკვირდება - გადავა თუ არა ვითარება დეესკალაციის ფაზაში, თუ დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება?" - წერს აბას არაღჩი სოციალურ ქსელში.