პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, მის გარდა, მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი ფლობს - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ტრამპმა ამ განცხადებით მიანიშნა, რომ პროცესი წინ მიიწევს.
წყაროების ცნობით, ირანის მიერ გადახედილი სამშვიდობო წინადადება, შესაძლოა, დღესვე გახდეს ცნობილი.
ამასთან, ტრამპმა გააკრიტიკა კონგრესის მცდელობები, რომლებიც მისი სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
კანონმდებლები და აშშ-ის ოფიციალური პირები ვერ თანხმდებიან საკითხზე, გავიდა თუ არა კონგრესის ნებართვის გარეშე სამხედრო ძალის გამოყენების სამართლებრივი ვადა.