05 აგვისტო 2026,   05:47
ვრცლად
4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა - დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვა წარმოთქვა

საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძისა და კიდევ 6 პირის პროცესი გაიმართა. დღეს დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვა წარმოთქვა.

გამოძიება ბრალდებულებს ედავება სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ.

"ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე სრულყოფილად გამოიკვლია ის მტკიცებულებები, რომლებიც წარვადგინეთ სასამართლოს წინაზე, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. გამოძიების იმ ეტაპზე, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა და იყო შესაძლებელი დადგენილი და დაკავებულია, დამატებით დადგენის შემთხვევაში, აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში", - აღნიშნა პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა.

დღის ამბები