18 ივნისი 2026,   21:04
ვრცლად
მყვინთავებმა ამერიკული სამხედრო გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ჩაძირეს

ცნობილი ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, მყვინთავების ჯგუფმა ბრიტანეთის სანაპიროსთან, მისი ჩაძირვიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას cbsnews-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, სანაპირო დაცვის კატარღის, USS Tampa-ს, ჩაძირვის შედეგად, 1918 წელს, ბრისტოლის არხში 131 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რაც ომის დროს აშშ-ის სამხედრო ხომალდებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგია.

სანაპირო დაცვამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ დიდი ხნის წინ დაკარგული გემი ბრიტანელი მყვინთავების ჯგუფმა "გასპერადოსმა" კორნუოლიდან დაახლოებით 80 კილომეტრში, ატლანტის ოკეანეში, 90 მეტრზე მეტ სიღრმეზე აღმოაჩინა.

მყვინთავთა ჯგუფმა აღმოჩენის შესახებ ადრე განაცხადა და განმარტა, რომ სამწლიანი ძებნის შემდეგ "საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნეს".

ცნობისთვის, 1917 წლის ზაფხულში, აშშ-ის სანაპირო დაცვის ექვსი კატარღა საზღვარგარეთ გაგზავნეს ომის დროს კოლონების დასაცავად. Tampa ერთადერთი იყო, რომელიც არ დაბრუნებულა. კაპიტან ჩარლზ სატერლის მეთაურობით, გემმა 18 კოლონის გაცილება უზრუნველყო, რამაც სამაგალითო მსახურებისთვის განსაკუთრებული შექება დაიმსახურა.

დღის ამბები