05 აგვისტო 2026,   05:50
ვრცლად
საქართველო არის ნავთობპროდუქტის იმპორტიორი ქვეყანა, 100%-ით ხდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი და ორი მთავარი კონტრაგენტი, რომელიც ფასის წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას, ეს არის გაცვლითი კურსი და საერთაშორისო პლაცის ნიშნული - "ვისოლის" დირექტორი

ამ წუთებში პარლამენტში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. მთავარი თემა საწვავის ფასებია. კომისია დასკვნით ეტაპზეა, სავარაუდოდ, ხვალ უკვე შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.

"ვისოლის" დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ფასის ფორმირებაში მთავარი როლი აქვს ორ ფაქტორს - გაცვლით კურსსა და საერთაშორისო პლაცის მაჩვენებელს. მისი თქმით, საწვავის ფასი სწორედ პლაცზე დაყრდნობით განისაზღვრება, რაც შეიძლება სხვადასხვა პერიოდული საშუალოთი დაითვალოს და საერთაშორისო შეთანხმებების ნაწილს წარმოადგენს.

ხორავას განმარტებით, ბენზინის ფასმა დაახლოებით 15%-ით მოიმატა 10 მარტიდან დღემდე, მაშინ როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ზრდა 54%-ს აღწევს. თუმცა, მისი თქმით, საერთაშორისო ფასის ასეთი ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს ადგილობრივ ბაზარზე იმავე მასშტაბის გაძვირებას, რადგან პლაცი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია და სხვა ფაქტორები იგივე ტემპით არ გაზრდილა.

მისივე შეფასებით, პლაცის გავლენით თეორიულად ფასის ზრდა 33%-მდე შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად ზრდა მნიშვნელოვნად ნაკლები - დაახლოებით 15% გამოვიდა.

"საქართველო არის ნავთობპროდუქტის იმპორტიორი ქვეყანა, 100%-ით ხდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი და ორი მთავარი კონტრაგენტი, რომელიც ფასის წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას. ეს არის გაცვლითი კურსი და საერთაშორისო პლაცის ნიშნული. პლაცზე დაყრდნობით ხდება ნავთობპროდუქტების ფასზე შეთანხმება. ეს არის ინდივიდუალური, შეიძლება იყოს თვის საშუალო პლაცით, 5 დღის ან 10 დღის საშუალო პლაცით. ეს არის საერთაშორისო შეთანხმების საგანი. ბენზინზე მოხდა 15%-იანი ზრდა და ეს არის ჩვენი პირველი ნიშნულის ცვლილება გავაკეთეთ 10 მარტიდან დღევანდელ დღემდე, და 15%-ით არის გაზრდილი, როცა საერთაშორისო ფასი გაიზარდა 54%-ით, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ 55%-ით ფასის გაზრდა ეს არ ნიშნავს 55%-ით ფასის გაზრდას ქსელებში. იმიტომ, რომ პლაცი ერთ-ერთი ნიშნულია და არა ერთადერთი, ამის გარდა სხვა კომპონენტები ასე არ გაზრდილა, როგორც პლაცი გაიზარდა. ჩვენ ფაქტობრივად ციფრებიდან გამოხატულს ასე ვითვლით, რომ 15%-იანი კი მოხდა ფასის, მაგრამ პლაცის კონტრიბუციით უნდა მომხდარიყო 33%-იანი ზრდა“, - აცხადებს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

დღის ამბები