პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის დასრულების მოლაპარაკებები "ტელეფონით" მიმდინარეობს და წუხს დელეგაციის ისლამაბადში გაგზავნისთვის ხანგრძლივი მგზავრობის გამო, რადგან მოლაპარაკებებმა ჯერ კიდევ ვერ დაასრულა საომარი მოქმედებები. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და აღარ ვფრინავთ 18-საათიანი ფრენებით ყოველ ჯერზე, როცა გვსურს ქაღალდის ნაჭრის ნახვა", - თქვა პრეზიდენტმა.
"ჩვენ ამას ტელეფონით ვაკეთებთ და ეს ძალიან სასიამოვნოა. მე ვურეკავ, ან ჩემს ხალხს ვთხოვ, დარეკონ და თქვენ იცით პასუხი 15 წუთში - მე ყოველთვის მომწონს პირისპირ შეხვედრა, იცით, ვფიქრობ, რომ ეს უკეთესია, მაგრამ როდესაც ყოველ ჯერზე 18 საათი გიწევს ფრენა და იცი, რაზეა საუბარი და იცი, რომ ისინი მოგცემენ ფურცელს, რომელიც არ მოგწონს წასვლამდეც კი, ეს სასაცილოა", - დასძინა ტრამპმა.