"უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ჩვენი ქვეყანა უნდა მუშაობდეს, ქვეყნის ხელისუფლება უნდა მუშაობდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი საუბრობს.
ტატა ხვედელიანი ეხმაურება ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეყოლება. ამ თანამდებობას ვიცე პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება, არ ემსახურება ხალხის ინტერესებს, არ ემსახურება უსაფრთხოების პრევენციას.
"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უწყებაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. მით უმეტეს იმ კონტექსტში, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაადგილებები ხდება რეგიონში მშვიდობის მიმართულებით, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ჩვენ ქვეყანა უნდა მუშაობდეს, ქვეყნის ხელისუფლება უნდა მუშაობდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ის ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით და ბოლო დროის ცვლილებები, არ ემსახურება ხალხის ინტერესებს, არ ემსახურება უსაფრთხოების პრევენციას," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.