ქვემო ქართლში, დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შედეგები გააცნეს; ისაუბრეს არსებული გამოწვევების გადაწყვეტის გზებზე.