05 აგვისტო 2026,   12:13
ვრცლად
ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს - მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტი დადებითი შედეგით დასრულდა

ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტი, ავიაკომპანია China Eastern Airlines-სთან დადებითი შედეგით დასრულდა.

ავიაკომპანია 15 ივლისიდან შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს. შანხაი მესამე ჩინური ქალაქი იქნება, რომელთანაც საქართველოს პირდაპირი ფრენით იქნება დაკავშირებული, რაც, სამინისტროს შეფასებით გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ჩინეთიდან.

შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და მიღებულია გადაწყვეტილება ახალი მიმართულების დამატებასთან დაკავშირებით.

"მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern-ი შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს. შანხაის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, მასთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

 

დღის ამბები