05 აგვისტო 2026,   11:07
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა, სადაც დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ კაკლისა და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც შიდა ბაზრის უზრუნველყოფის, ისე ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით.

დარგობრივი საბჭოს მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სიახლეების გაზიარება და ფერმერებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება იქნება.

საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ - უშუალოდ მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართება. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების დაგეგმვას.

დღის ამბები