საკადრო როტაცია და სტრუქტურული რეფორმა - პარლამენტში სამთავრობო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის დაწყებისთვის ემზადებიან. საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, კენჭისყრა კი სესიაზე ოთხშაბათს უნდა შედგეს.
დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას, რომელსაც მამუკა მდინარაძე ჩაუდგება სათავეში. პარალელურად, იწყება სუს-ის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურაც. მდინარაძის ადგილს გეკა გელაძე დაიკავებს, გელაძის პოსტს სულხან თამაზაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის მზად არის.