13 აგვისტო 2026,   18:59
ვრცლად
მრუდე გზით სიარულმა ჩვენი ქვეყანა დააშორა ეროვნული მიზნების მიღწევას, გააჩინა საოკუპაციო ხაზი და არასტაბილურობა - ნეიტრალიტეტს შეუძლია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევასთან დაგვაახლოოს - ვატო შაქარიშვილი

ზუგდიდში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. პარტიის ლიდერებმა, დადიანების სასახლის ეზოში, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა დასახული, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, სჭირდება ორი პირობის დაკმაყოფილება - ეს არის ჩვენი საგარეო პრიორიტეტების ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნება და შიდა უცხოური აგენტურის პოლიტიკიდან გაყვანა, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა რეალურად შეძლებს მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას.

მრუდე გზით სიარულმა ჩვენი ქვეყანა დააშორა ეროვნული მიზნების მიღწევას, გააჩინა საოკუპაციო ხაზი, არასტაბილურობა. ჩვენი პარტია საზოგადოებას სთავაზობს თვისებრივად ახალ გზას, ახალ ხედვას და ეს არის ნეიტრალიტეტი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევასთან დაგვაახლოოს, რომელიც, ასევე, არის ყველაზე ადეკვატური და შესაბამისი იმ ახალ მსოფლიო რეალობასთან, რომელიც ჩვენს თვალწინ შეიქმნა," - განაცხადა პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

დღის ამბები