ირანის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ომანში ჩავიდა. აბას არაღჩის განცხადებით, ვიზიტის მიზანი პარტნიორებთან ორმხრივ საკითხებზე მჭიდრო კოორდინაცია და რეგიონულ მოვლენებზე კონსულტაციებია.
მანამდე დიპლომატი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისლამაბადში, სადაც ის პაკისტანის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
მასკატში ვიზიტის დასრულების შემდეგ, აბას არაღჩი მოსკოვშიც ჩავა.