18 ივნისი 2026,   19:07
ვრცლად
აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა - Associated Press

Associated Press-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა. 

მედიის ინფორმაციით, მაღალი რანგის ოფიციალური პირები ისლამაბადთან ახლოს მდებარე აეროპორტში არაღჩის გასაცილებლად იმყოფებოდნენ. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა და მას ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ომის დასრულების შესახებ ირანის პოზიცია გააცნო.

როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, "ვიდრე შედეგი არ მიიღწევა.“ ასევე, არაღჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრისაც შეხვდა. პრემიერის ოფისში გამართულ შეხვედრას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იშაქ დარი და პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირიც ესწრებოდნენ.

"სქაი ნიუსის" ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტის დროს პაკისტანში მყოფ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები და ეჭვები გააცნო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.

დღის ამბები